Please follow and like us:
ზახერი
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ზახერი
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ერთმანეთში აურიეთ 120 გრამი ფქვილი,50 გრამი გატარებული თხილი,40 გრამი მუქი ფერის კაკაო. ცალკე,100 გრამი კარაქი და 50 გრამი მწარე შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. ცალკე 7 კვერცხის გული და 100 გრამი შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე.დაუმატეთ მწიკვი მარილი და ვანილი. ცალკე კარგად ათქვიფეთ 7 კვერცხის ცილა,დაუმატეთ 100 გრამი შაქარი ერთმანეთში აურიეთ ათქვეფილი კვერცხის გულები და ცილა,ასევე ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილ და კაკაო. ამ ნაზავს დაუმატეთ წყლის აბაზანაზე გამდნარი და გაგრილებული კარაქი და შოკოლადი,კარგად აურიეთ. ცხვება ცხიმწასმულ ფორმაში,წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.20-25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტი უნდა გაცივდეს.გაჭერით შუაზე. გულსართისთვის გვესაჭიროება 300 გრამი ჯემი. ნამდვილი ზახერი მზადდება გარგარის ჯემით..ასევე შეგიძლიათ ჟოლოს,  მარწყვის და ატმის ჯემი გამოიყენოთ. მე ჟოლოს ჯემით მოვამზადე.ჯემი არ უნდა იყოს სქელი.თუ სქელია ჯემი შეურიეთ 5  სადილის კოვზი წყალი და წამოადუღეთ,შემდეგ დააბლენდერეთ,რომ ერთფეროვანი მასა მიიღოთ. ჯემის ნახევარი გაჭრილი ბისკვიტის ერთ ნახევარს გადაუსვით კარგად,ბრტყელი ხის კოვზით,თან დააჭირეთ კოვზი ოდნავ ბისკვიტს,რომ კარგად შეიწოვოს ჯემი. დააფარეთ მეორე ფენაც და დარჩენილი ჯემი გადაუსვით თავზე და გვერდებზე.
  2. ზემოდან უნდა მოვასხათ მინანქარი 150 გრამი მწარე შოკოლადი დატეხეთ და წყლის აბაზანაზე გაადნეთ.გადმოდგით და შეურიეთ 50 გრამი კარაქი,კარგად აურიეთ. ცალკე პატარა ქვაბში 50 გრამი შაქარი და 5 სუფრის კოვზი წყალი დაადგით საშუალო ცეცხლზე და მოადუღეთ სიროფი,სანამ თაფლის კონსისტენციის მასას არ მიღებთ. ცალკე თასში ჩაასხით 20 მლ კონიაკი ან რომი,დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი  მუქი ფერის კაკაო და აურიეთ,ერთფეროვანი ნაზავი გამოვიდეს,შემდეგ დაასხით სიროფი,მიღებული მასა გამდნარ შოკოლადს და კარაქს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული მინანქარი ბრტყელპირიანი კოვზის მეშვეობით თანაბრად გადაუსვით ბისკვიტს. მინანქარი კარგად რომ გაშრება შეგიძლიათ  დაჭრათ და მიირთვათ გემრიელად.