Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 200 გრამი ნიგოზი, 100 გრამი შაქარი და 100 გრამი დარბილებული კარაქი კარგად დააბლენდერეთ. ცალკე-2 ჩაის ჭიქა ფქვილი და 200 გრამი დარბილებული კარაქი, კარგად აურიეთ ერთმანეთსი, დაუმატეთ, 200 გრამი შაქარი, 200 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, ნახევარი ლიმონის წვენი, ვანილი, მწიკვი მარილი და 3 ცალი ათქვეფილი კვერცხი. ცოტა თხელი ცომი გამოდის. ხელზე უნდა გეკვროდეთ.
- ცხიმწასმულ ჟარონაზე დადეთ ცომის ნახევარი, ზემოდან მოაწყვეთ გათლილი და დაჭრილი ვაშლი, ან, ვაშლის ჯემი, შემდეგ მოაყარეტ, ნიგვზიანი მასა, შემდეგ, ისევ, ცომი და ისევ ნიგვზიანი მასა. ზემოდან შეგიძლიატ ვაშლით მორთოთ.
- გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში-180 გრადუსზზე. ძალიან გემრიელი გამოდის. ზემოდან შეპუწკუნდება ნიგვზიანი მასა და გოზინაყივით არის.