Please follow and like us:
ვაშლის მურაბა
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ვაშლის მურაბა
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ინგრედიენტები
პორცია:
ინსტრუქცია
  1. მურაბა მაგარი ჯიშის ვაშლისგან მოამზადეთ , რომ ადვილად არ ჩაიშალოს ხარშვის დროს. კარგად გარეცხილ ვაშლს ამოუღეთ გული. არ გათალოთ. დაჭერით სასურველ ფორმებად.
  2. ცალკე 2 ლიტრ წყალში კარგად გახსენით 2 ჩაის კოვზი სოდა და დაასხით დაჭრილ ვაშლს. 1 ლიტრაზე გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. სოდიან წყალში ვაშლი გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და 5 წუთის განმავლობაში ვაშლი გააჩერეთ გამდინარე წყლის ქვეშ. ვაშლი გადაიტანეთ ემალის ჯამში.
  3. ცალკე ვამზადებთ სიროფს. 1 კილო შაქარს დავასხათ, ნახევარი ლიტრა წყალი, 1 ლიმონის წვენი და კარგად მოვურიოთ, დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ სიროფი 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცხელი სიროფი დავასხათ ვაშლს. და გავაჩეროთ 8 საათი.
  4. 8 საათის შემდეგ დავადგათ საშუალო ცეცხლზე მურაბა და ვადუღოთ, 15 წუთის განმავლობაში. არ მოურიოთ ხარშვის დროს. გამოვრთოთ და ისევ გავაჩეროთ 8 საათი. ასე უნდა გაიმეოროთ კიდევ 2-ჯერ. ანუ, სულ ვადუღებთ 15-15 წუთი-3-ჯერ. 8-8 საათის შემდეგ. ბოლოს ცხელი ჩაასხით ქილებში
  5. გამოდის ძალიან გემრიელი, ხრაშუნა, გამჭვირვალე. ძალიან ჰგავს საზამთროს მურაბას.