Please follow and like us:
ინსტრუქცია
- გაცერით 200 გრამი ფქვილი, დაუმატეთ 100 გრამი შაქარი, 1 ცალი ლიმონის ცედრა, 200 გრამი თეთრი ღვინო, კარგად აურიეთ ყველაფერი,დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში. ცალკე ათქვიფეთ კარგად 2 ცალი კვერცხის ცილა, ამოყვანილი კვერცხის ცილა დაუმატეთ მაცივრიდან გამოღებულ ცომს, კარგად აურიეთ,დაუმატეთ ვანილი.
- ცალკე ვაშლს ამოუღეთ გული ისე რომ ვაშლის ფორმა არ დაიკარგოს, გათალეთ ვაშლი და დაჭერით რგოლებად, 1 ცალი ვაშლისგან 4 ვაშლის რგოლს მიიღებთ. ვაშლის რგოლები ჯერ ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ცომში კარგად და შეწვით ბლომად გახურებულ ზეთში სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.ცხელს მოაყარეთ შაქრის პუდრა. ძალიან გემრიელია, ვაშლი ჩაფუმფულებულია შიგნით კრემივით.