Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ნებისმიერი ტორტის ბისკვიტის ცომით შეგიძლიათ მოამზაადოთ. 10 კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად,დაუმატეთ მწიკვი მარილი,10 სუფრის კოვზი შაქარი,კვერცხის გულები,2 სუფრის კოვზი თაფლი,სოდა-ძმრით,ვანილი,4 სუფრის კოვზი კაკაო,10 სუფრის კოვზი ფქვილი. გამოაცხვეთ ოთკუთხედ ფორმაზე. გამომცხვარი ბისკვიტი ჯერ შუაზე გაჭერით ჩვეულებრივად, შემდეგ კი ორივე ფენა დაჭერით თანაბარ ნაწილწებად სიგანეზე, თითოეული ნაჭერი დანამეთ ტკბილი კონიაკიანი ჩაით და გადაუსვით კრემი.
- კრემი- 300 გრამი კარგად ამოყვანილი კარგი ხარისხის კარაქი, 2 ცალი მოხარშული შესქელებული რძე. დიდ თეფშზე შუა ცენტრიდან დაიწყეთ რულეტივით დახვევვა ფენების ბოლომდე სანამ არ დამთავრდება. ზემოდან გადაასხით მინანქარი და მორთეთ თქვენი სურვილით
- მინანქარი- სქელძირიან ქვაბში- 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი, 50 გრამი კარაქი, ყველაფერი ერთად წამოადუღეთ მუდმივი მორევით დაბალ ცეცხლზე, შაქრის დადნობამდე და ცხელი გადაასხით ბისკვიტს.
რულეტია? დახვევის პროცესის ფოტო დაამატეთ! დავიბენი, ირუბად ზოლები როგორ გამოვიდა?
შორენა. დავდებ ფოტოს, რა პრინციპით ხდება დახვევა.