Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 200 გრ შაქარი
- 400 გრ არაჟანი
- 500 მლ კომპოტის წვენი
- 30 გრ ჟელატინი
- 10 გრ ვანილი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 1 ჭიქა შაქარი კარგად ათქვიფეთ 400 გრამ არაჟანთან ერთად. ცალკე ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გახსენით 30 გრამი ჟელატინი, სწრაფადგახსნადი შეიძინეთ წამოდუღება არ ჭირდება, ეს ჟელატინიანი მასა ჩაასხით ატმის კომპოტის ნახევარ ლიტრა წვენში. შემდეგ ეს წვენი ჩაასხით არაჟნიან მასაში, დაუმატეთ ვანილი.
- ცხიმწასმულ ფორმაში ჩააწყვეთ დაჭრილი ატმები კომპოტიდან და დაასხით არაჟნიანი მასა. შედგით მაცივარში მომზადებამდე- 2-3 საათი. მე ნაყიდი კომპოტით მოვამზადე უფრო ნაზია წვენიც უფრო სქელი აქვს.
სალამი.30 გრამი ჟელატინი ანუ რამდენი სუფრის კოვზი?
3 სუფრის კოვზი
სალამი.საყინულეში თუ კამერაში?
საყინულეში არა
მადლობა.ძალიან მომეწონა თქვენი გვერდი
ძალიან სასიამოვნოა. მიხარია. გაიხარეთ <3