Please follow and like us:
დაბრაწული კარტოფილი
ხმები: 0
რეიტინგი: 0
You:
Rate this recipe!
Print Recipe
დაბრაწული კარტოფილი
ხმები: 0
რეიტინგი: 0
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ინგრედიენტები
პორცია:
ინსტრუქცია
  1. კარტოფილი გაფცქვენისა და დაჭრის შემდეგ, აუცილებლად უნდა ჩაალბოთ ცივ წყალში. ცივი წყალი ნაყოფს, ზედმეტ სახამებელს მოაცილებს. წყლიდან ამოღების შემდეგ, კარგად გაამშრალეთ, ქაღალდის ხელსახოცით. კარგად რომ დაიბრაწოს, კარტოფილი მშრალი უნდა იყოს, რადგან წყალი ხელს უშლის კანის დაბრაწვას. ტაფა და ზეთი კარგად გახურებული უნდა იყოს. ნუ დაინანებთ ზეთს, კარტოფილი მასში კარგად უნდა ჩაიძიროს. არ დაგავიწყდეთ, რომ კარტოფილი ფრი დიდი რაოდენობის ადუღებულ ზეთში იწვება. მარილისა და სხვა სანელებლების დამატება უმჯობესია მას შემდეგ, რაც კარტოფილი უკვე შეიწვება. მას შემდეგ, რაც კარტოფილი შეიწვება, გადმოიღეთ ის საწურზე და მიეციეთ საშუალება ზედმეტი ზეთი დაიწუროს. შემდეგ მოაყარეთ მარილი და სანებლები. არასოდეს დააფაროთ ტაფას თავსახური კარტოფილის შეწვისაა. თუ გსურთ, გამოგივიდეთ ხრაშუნაკანიანი კარტოფილი არ დაყაროთ ბევრი კარტოფილი ტაფაზე. ოპტიმალურია 2-3 ფენა. მეტი არა. პიკანტური გემოსთვის, ცხელ ზეთში მოხრაკეთ რამდენიმე კბილი ნიორი. მას შემდეგ, რაც ნიორი შეიწვება, ამოიღეთ ტაფიდან და შეწვით ამ ზეთში კარტოფილი