Please follow and like us:
ინსტრუქცია
- მურაბა- კარგად გარეცხილ გარგარს ამოვუღოთ კურკა, დავაყაროთ შაქარი. კილოზე კილო შაქარი. დავასხათ 1 ჭიქა წყალი და დავადგათ საშუალო ცეცხლზე, ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. კარგად გავაცივოთ. შემდეგ ისევ დავადგათ და ისევ 15 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. ასე გავიმეოროთ 4-5 ჯერ. ცხელი ჩავასხათ ქილებში. მურაბა მოამზადეთ ემალის ჭურჭელში
- ჯემი- კილოგრამ გარგარზე გვჭირდება ნახევარი კგ. შაქარი. კარგად გარეცხილ, კურკაგამოცლილ გარგარს დავაყაროთ შაქარი. ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ და დავადგათ ნელ ცეცხლზე. უმჯობესია გამანაწილებელზე მოამზადოთ ჯემი. ადუღეთ 1, 5 საათის განმავლობაში. ცხელი ჩაასხით ქილებში. ჯემი მოამზადეთ სქელძირიან ქვაბში
- კარგი ფერის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ ხარშვის დროს მურაბას და ჯემს დაუმატოთ ლიმონმჟავა.