როგორც კი შეატყობთ ხორცს რომ მოიხარშა, დაამატეთ 1/2 დანაყილი ხმელი ქინძი და 1/2 სუფრის კოვზი დაუფქველი მკვლიავი, ანუ ზირა (ძირა არ არის სწორი). დაამატეთ ძალიან წვრილად დაკეპილი, ან გატარებული ხახვი და დააცადეთ რამდენიმე წუთი, რომ ხორცმა შეიწოვოს.
მე არ მომწონს გატარებული. მთელი არომატი იკარგება. წვრილად დაჭრილი, დაკეპილი მირჩევნია.
რამდენიმე წუთში ჩაყარეთ ისეთ გემრიელ და უფორმო ზომებზე დაჭრილი კარტოფილი, ბებია რომ ჭრიდა ბავშვობაში ცერა და საჩვენებელი თითებით.
ამასობაში დუღს ჩვენი სანაქებო, ბრუკლინური კერძი!