Please follow and like us:
Print Recipe
ბრუკლინული ცხარე
წვნით, ვიტამინებით, ხორცით და ბოსტნეულით სავსე! ცხარე ცხარე! უხდება Single Malt ვისკი ანუ, ჩვენებურად სამნახადი ჟიპიტაური!
ხმები: 4
რეიტინგი: 4
You:
Rate this recipe!
სამზადისის დრო 2 საათი
"კეთების" დრო 2 საათი
პასიური დრო სიზარმაცის მიხედვით 2.5 საათი
პორცია
კაცზე
ინგრედიენტები
სამზადისის დრო 2 საათი
"კეთების" დრო 2 საათი
პასიური დრო სიზარმაცის მიხედვით 2.5 საათი
პორცია
კაცზე
ინგრედიენტები
ხმები: 4
რეიტინგი: 4
You:
Rate this recipe!
ინსტრუქცია
  1. წვენით, ვიტამინებით, ხორცით და ბოსტნეულით სავსე, ცხარე, უხდება ვისკი!
  2. დაიწყეთ ლუკმების ზომაზე დაჭრილი ხორცის ხარშვით. ამავე დროს ჩაიდნით დადგით წყალი ასადუღებლად, დაბალ ცეცხლზე. ჩაიდანის ადუღებული წყალი ხორცის ნახარში წყლის გამოსაცვლელად დაგჭირდებათ. ხორცის პირველი ნახარში წყალი ყოველთვის გადაღვარეთ და ადუღებული, ახალი წყლით შეცვალეთ.
  3. გააგრძელეთ ხორცის ხარშვა. სუპისთვის ყველაზე კარგად და გემრიელად საქონლის, ძროხის "მხრის" ნაწილი იხარშება. კარგად და რბილად ჩასახარშად 1 საათი მაინც დაგჭირდებათ. ამას ჩანგლით შეამოწმებთ. ხარშვის პროცესში წყალი თანდათან ჩაშრება. ამიტომ დაამატეთ წინასწარ ადუღებული ჩაიდნიდან იმდენი, ყველა ინგრედიენტს რომ ეყოს მოსახარშად.
  4. როგორც კი შეატყობთ ხორცს რომ მოიხარშა, დაამატეთ 1/2 დანაყილი ხმელი ქინძი და 1/2 სუფრის კოვზი დაუფქველი მკვლიავი, ანუ ზირა (ძირა არ არის სწორი). დაამატეთ ძალიან წვრილად დაკეპილი, ან გატარებული ხახვი და დააცადეთ რამდენიმე წუთი, რომ ხორცმა შეიწოვოს. მე არ მომწონს გატარებული. მთელი არომატი იკარგება. წვრილად დაჭრილი, დაკეპილი მირჩევნია. რამდენიმე წუთში ჩაყარეთ ისეთ გემრიელ და უფორმო ზომებზე დაჭრილი კარტოფილი, ბებია რომ ჭრიდა ბავშვობაში ცერა და საჩვენებელი თითებით. ამასობაში დუღს ჩვენი სანაქებო, ბრუკლინური კერძი!
  5. 10 წუთიც არ უნდა და იწყება ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძისა და ოხრახუშის დამატება. ბევრი საჭირო არ არის. დაიწყეთ მარილის დამატებაც. ნელ-ნელა. ბევრი არ მოგივიდეთ და გასინჯეთ ყოველ 10 წუთში. გასინჯვა ექსპერიმენტისთვისაც არის კარგი. თუ თავიდანვე დაიწყებ კერძის სინჯვას, მაშინ შეიძლება ბევრი ინგრედიენტი გამორიცხო, ან დაამატო.
  6. ბოლოს დაჭრილი პამიდორიც დაამატეთ ადუღებულს. პამიდორთან ერთად წვრილად დაჭრილი, ან დანაყილი ნიორიც დაამატეთ. მე დიდი შეფის დანით ვაბრტყელებ და შემდეგ წვრილად ვჭრი ნივრის კბილებს. უფრო გემრიელია. გემრიელად მიირთვით! ????
შენიშვნები რეცეპტზე

გპატიჟებთ! ძალიან მაგარია!