Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ძვლიანი ხორცის ნახარშით გემრიელი გამოდის. ბოსტნეული გავრეცხოთ და გავთალოთ. კომბოსტო დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად, კარტოფილი საშუალო ზომის კუბებად, მოზრდილ ღრმა ქვაბში ავადუღოთ წყალი ან ხორცის ნახარში და ჩავყაროთ კარტოფილი და კომბოსტო. ვადუღოთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე.
- ცალკე ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი,გახეხილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა (არ არის აუცილებელი) და ჭარხალი. კარგად მოშუშული ბოსტნეული გადაიტანეთ კარტოფილთან და კომბოსტოსთან,დაუმატეთ გახეხილი პომიდორი და ტომატი, 1 სუფრის კოვზი ძმარი,ძმარი კარგ ფერს უნარჩუნებს და ჭარხლის სიტკბოს ანეიტრალებს. შეგიძლიათ 1 ცალი დაფნის ფოთოლიც ჩადოთ ქვაბში. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში,ქინძი,კამა,ცოტა ნიახური. მარილი და პილპილი გემოვნებით.