ბლომანჟე
პორცია სამზადისის დრო
8ცალი 5საათი
პორცია სამზადისის დრო
8ცალი 5საათი
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. 2 შეკვრა ჟელატინი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში ან თბილ კომპოტში, ახლა იყიდება სწრაფადგახსნადი ჟელატინები, არ სჭირდება წამოდუღება. ცალკე 4 კვერცხის გულისგან და 2 ჭიქა შაქრისგან გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ 1 ჭიქა რძე, და დგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გამორთეთ, დაუმატეთ კიდევ 1 ჭიქა რძე და 600 გრამი არაჟანი, ვანილი.
  2. კარგად ამოიყვანეთ 4 კვერცხის ცილა და დაუმატეთ რძიან მასას, დაუმატეთ ჟელატინიანი მასა, შემდეგ კარგად აურიეთ და ჩაასხით ჭიქებში, შედგით მაცივარში 4 საათის განავლობაში.
  3. შეგიძლიათ მორთოთ თქვენი სურვილით. როცა ბლომანჟე მზად არის მე სხვადასხვა ფერის ჟელეებს ვასხამ, იყიდება ფხვნილები,რომლებიც იხსნება ადუღებულ წყალში. აწერია დოზები. ისევ ვდგამ მაცივარში ჟელეს გამაგრებამდე.
Please follow and like us: