4 კვერცხი, 200 გრამი შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, ,დაუმატეთ მწიკვი მარილი, ვანილი, 1 ლიტრა რძე,
1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ცალკე ცოტა თბილ რძეში და ჩაუმატეთ კვერცხიან მასას, ფქვილი ნელნელა დაუმატეთ ,არ გაასქელოთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე.
გულსართი-ერთნაირი რაოდენობის არაჟანი და ხაჭო შეურიეთ ერთმანეთს დაუმატეთ შაქარი გემოვნებით,ოდნავ ვანილი.
1 ლიტრა რძისგან გამოდის ბევრი ბლინი,შეგიძლიათ შუაზე გაყოთ