Please follow and like us:
ინსტრუქცია
- საქონლის ხორცი დავჭრად გრძელ, საშუალო ნაჭრებად, ცხიმიანი ხორცი უხდება, მოვხარშოთ ხორცი, 1 ჭიქა ხორცის ნახარში შეინახეთ, როცა წყალი ჩაშრება დაუმატეთ კარაქი, ხორცი კარგად უნდა ჩაიხრაკოს, ცოტა ზეთი დაუმატეთ კარაქი რომ არ დაიწვას, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი და ხახვის დარბილებამდე, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, კარგად აურიეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ტომატი, შემდეგ 500 გრამი არაჟანი, ბოლოს დაასხით ხორცის ნახარში და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაჭრილი ქინძი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
- ცალკე შეწვით ჩხირებად დაჭრილი კარტოფილი და თეფშზე ჯერ კარტოფილი გადმოიღეთ და თავზე დაადეთ ბესტროგონოვი. ჩემი ოჯახის წევრებს არ უყვართ ჩხირებად დაჭრილი კარტოფილი. მე სქლად დაჭრილს ვწვავ.