Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 400 გრ ნიგოზი
- 6 კბილი ნიორი
- 0.5 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
- მარილი გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- გავატაროთ ნიგოზი და ნიორი, დავუმატოთ მარილი, ყვითელი ყვავილი და კარგად ავსრისოთ, უნდა გამოვიყვანოთ ნიგვზის ზეთი. ცალკე შევინახოთ ნიგვზის ზეთი თავზე მოსასხმელად.
- გატარებულ ნიგოზს და ნიორს დავუმატოთ წითელი წიწაკა და გადადუღებული და გაცივებული ცივი წყალი სასურველ სისქემდე. შეგიძლიათ ნიგოზი გახსნათ ბულიონში. ბოლოს თქვენი სურვილის მიხედვით დაუმატეთ ძმარი.
- ბაჟეს უხდება მოხარშული და შემწვარი ქათამი, მოხარშული და შემწვარი თევზი.