Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ხორცი გაატარეთ და მოშუშეთ ტაფაზე ცხიმში კარგად წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ცალკე შეწვით მრგვალად დაჭრილი ბადრიჯანი. მე კანიანად მიყვარს, არ ვთლი ბადრიჯანს. თქვენი სურვილით მოამზადეთ. ცალკე შეწვით მრგვალად დაჭრილი კარტოფილი.
- გვესაჭიროება გემრიელი ქართული, ვარდისფერი პომიდორი, ატმის სუნი რომ აქვს ისეთი ხორციანი, გააცალეთ კანი და დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. ყველა ინგრედიენტი მზად გვაქვს. შეგიძლიათ გაზზე ზემოდან ქვაბში მოამზადოთ. მე ღუმელში ვამზადებ.
- ცეცხლგამძლე ჭურჭელში ფენა-ფენა ვალაგებთ ჯერ კარტოფილს, შემდეგ ხორცს, ბადრიჯანს და ბოლოს დაჭრილ პომიდორს. მარილი გემოვნებით. შედგით ღუმელში 170 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში, სანამ პომიდორი კარგად წვენს არ გამოყოფს. კერძს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და რეჰანი.