ტყემლის საწებელი — ტრადიციული ქართული სანელებლებით დამზადებული სოუსი.
Please follow and like us:
ინსტრუქცია
- გარეცხილ ტყემალს დაასხით წყალი, ტყემალი რომ დაიფაროს, დადგით გაზზე და რომ ადუღდება, ცეცხლზე 5-10 წუთი გააჩერეთ. ძალიან არ უნდა ჩაიშალოს. გამორთეთ. გაცივდეს. შემდეგ გაცხრილეთ ხელით და დაუმატეთ გატარებული მწვანილი და ნიორი, უხდება აყვავებული ქინძის თესლი, რაც ტყემალს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. მარილი და წიწაკა გემოვნებით. თუ მჟავეა, ცოტა შაქარი დაუმატეთ.
ძალიან მაგარია! აქ ჯერჯერობით ახალი ტყემალი არ არის, მაგრამ მარნეულის ტყემალია მინის ქილებში. ახალივითაა და ძალიან გემრიელი.