ატმის ტორტი
Please follow and like us:
ინსტრუქცია
- კარგად ამოიყვანეთ 10 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, სათითაოდ კვერცხის გულები, ვანილი, 10 სუფრის კოვზი ფქვილი, ფქვილი ნელ-ნელა დაუმატეთ და ხის კოვზით მსუბუქად ურიეთ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე.
- ცალკე გათალეთ და დაჭერით გემრიელი ატამი. მოამზადეთ სამეფო კრემი-4 კვერცხის გული და 100 გრამი შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 1 ცალი ჩვეულებრივი შესქელებული რძე, წყალი და ფქვილი არ ჭირდება, სქელძირიან ქვაბში, მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. ცხელში დაუმატეთ ვანილი. ცალკე ამოიყვანეთ 300-400 გრამი კარგი ხარისხის კარაქი და შეურიეთ გაცივებულ კრემს. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით და კარგად დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით, გადაუსვით კრემის ნახევარი ,მოაწყვეთ მჭიდროდ დაჭრილი ატამი, დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, გადაუსვით დარჩენილი კრემი და მორთეთ თქვენი სურვილით, მე ქოქოსით მოვრთე და მოვასხი კარამელი. გამზადებული იყიდება "თოლია"აწარმოებს.