ასფურცელა ღვეზელები 
პორცია სამზადისის დრო
20ცალი 2საათი
პორცია სამზადისის დრო
20ცალი 2საათი
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. 2 ჭიქა ნელთბილი წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1ჩაის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი არაყი ან სპირტი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი ძმარი. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, ფქვილი კილოგრამზე მეტი დაჭირდება. ცომი რბილი გამოდის, ცომს გადააფარეთ ტილო და დადგით სითბოში 1 საათი.გამოცხობამდე სამჯერ მაინც ჩაზილეთ. 
  2. ცალკე ღრმა თეფშზე დაასხით ნახევარი ჭიქა ზეთი  შემდეგ გააბრტყელეთ ცომი, დაჭერით კვადრატის ფორმებად მოაპკურეთ ზეთი ხელით და ჩაუდეთ კატლეტის ფორმის ნებისმიერი გულსართი  ყველი, ხორცი, კარტოფილი, ლობიო, მოთუშული კომბოსტო, რაც გნებავთ.  მიეცით სასურველი ფორმა და ზემოდან ხელით მოასხით წვეთები.  გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე.
Please follow and like us: