Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ვაცხობთ ჩვეულებრივად ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 10 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 6 კვერცხის გული, 4 კვერცხის გული შეინახეთ კრემის მოსამზადებლად, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით, ნაზად შეურიეთ გაცრილი 10 სუფრის კოვზი ფქვილი. დააცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. 40-45 წუთის განმავლობაში.
- სამეფო კრემი - 4 კვერცხის გული(შეინახეთ ბისკვიტის მომზადების დროს,ანუ ბისკვიტს დაუმატეთ 6 კვერცხის გული), 100 გრ შაქარი, 1 ცალი ჩვეულებრივი შედედებული რძე, ყველაფერი ერთად სქელძირიან ქვაბში სწრაფი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ, ცხელში ვუმატებთ 10 გრამ ვანილს. კრემი უნდა გაცივდეს კარგად. ცალკე ამოვიყვანოთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, შევურიოთ ნელ-ნელა ამოყვანილ კარაქს გაცივებული კრემი. სამეფო კრემი ყველაზე მეტად უხდება ხილს და კენკროვანს ჩემი აზრით..
- გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე და ორივე მხარე კარგად დავნამოთ ტკბილი კონიაკიანი ჩაით ან ხილის წვენით. ბისკვიტს წაუსვით კრემი, კრემს მოაწყვეთ კურკაგამოცლილი ალუბალი დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, გადაუსვით კრემი და ზემოდანაც მორთეთ თქვენი სურვილით. მე 1 ფილა შოკოლადი გავხეხე.
სამეფო კრემი,ფქვილის გარეშე თხელი არ არის?როგორ ესმევა ბისკვიტს
გასაფორმებელი კრემი არაარის. არაჟნის სისქისაა. ფქვილი არ უნდა.