Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ვაცხობთ ჩვეულებრივად 8 კვერცხიან ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 8 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 8 სუფრის კოვზი შაქარი, კვერცხის გულები, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით ნაზად შეურიეთ გაცრილი 8 სუფრის კოვზი ფქვილი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ცხიმწასმულ ფორაში 180 გრადუსზე.
- კრემი-მოამზადეთ სქელძირიან ქვაბში. ნახევარი ლიტრა რძე, 1 ჭიქა შაქარი ,4 სუფრის კოვზი ფქვილი, კარგად აურიეთ ყველაფერი და დადგით ცეცხლზე, მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაუწიეთ და 10 წუთი უნდა დუღდეს. ცხელში დაუმატეთ ვანილი. ცალკე ამოიყვანეთ 200 გრამი კარგი ხარისხის კარაქი და შეათქვიფეთ გაცივებულ მოხარშულ კრემს გაცივებული ბისკვიტი გაჭერით 2 ნაქწილად, კარგად დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით ან ალუბლის ტკბილი წვენით. გადაუსვით კრემი და მოაყარეთ კურკაგამოცლილი ალუბალი მე დაჭრილი შოკოლადი და თხილი მოვაყარე
180 gradusi gasagebia,dro-ramdeni wuti?
40-45 წუთი. სუნს როგორც იგრძნობთ ბისკვიტი მზადაა.