Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ტარტისთვის გვჭირდება 100 გრამი დარბილებული კარაქი,200 გრამი ფქვილი,მწიკვი მარილი, 50 გრამი შაქარი. 1 კვერცხი. მოზილეთ ცომი,ელასტიური,რბილი ცომი გამოდის. გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში. ცალკე ავიღოთ 500 გრამი ერთგვაროვანი ხაჭო 300 გრამი არაჟანი 200 გრამი შაქარი,ვანილი ნახევარი ლიმონის წვენი 3 კვერცხი დაუმატეთ სათითაოთ 3 სუფრის კოვზი მანი ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში
- გვჭირდება 500-700 გრამი დაკურკული ალუბალი აიღეთ ნამცხვრის ფორმა,წაუსვით ცხიმი, ცომი გადაანაწილეთ ძირზე და გვერდებზე, თანაბრად,ჩაასხით არაჟნიანი მასა და მოაყარეთ ალუბალი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გულსართი გამაგრდება და ზემოდან ოქროსფერი უნდა გახდეს. ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ალუბალთან ერთად გარგარი.