Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 5 კვერცხისგან და 200 გრამი შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დაუმატეთ, მწიკვი მარილი, ვანილი, 500 გრამი მაწონი, სოდა-ძმრით, დამდნარი კარაქი ან 200 მლ ზეთი, კაკაო და ფქვილი. კარგად აურიეთ.
- ხაჭოს შეურიეთ გემოვნებით შაქრის პუდრა და ვანილი. გააკეთეთ ხაჭოს ბურთები, თქვენთვის სასურველი ზომის. შემდეგ ნამცხვრის ფორმას წაუსვით ცხიმი, დააწყვეთ ხაჭოს ბურთები და დაასხით ცომი.
- გამოაცხვეთ, წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. მორთეთ თქვენი გემოვნებით. შეგიძლიათ მოასხარ შოკოლადის მინანქარი- 4 სუფრის კოვზი კაკაო, 50 გრამი კარაქი, 2 სუფრის კოვზი წყალი, სქელძირიან ქვაბში წამოადუღეთ და ცხელი გადაასხით ნამცხვარს.