Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ჩვეულებრივი ჭადები, ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა მოზილოთ, რაც უფრო დიდხანს ზელთ, უფრო გემრიელი გამოდის. რბილი და ფუმფულა თუ გნებავთ, უნდა მოზილოთ მინერალურ წყალში. ასევე, გემრიელია ცხელ წყალში მოზელილი, უნდა დაუმატოთ ცოტა მარილი და 1 ჩაის კოვზი შაქარი, შაქარი განსაკუთრებულ გემოს და ფერს აძლევს. ასევე, მაწვნით და 1 ჩაის კოვზი სოდით შეგიძლიათ მოზილოთ. მე სულგუნის ნაჭერი ჩავდე შიგნით და ისე გამოვაცხვე, ზეთში.