Please follow and like us:
ჩიტის რძე ბეზეს გარეშე
ხმები: 0
რეიტინგი: 0
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ჩიტის რძე ბეზეს გარეშე
ხმები: 0
რეიტინგი: 0
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. 200 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 50 გრამი კარაქი, მწიკვი მარილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავდგათ ორთქლის  აბაზანაზე,მუდმივად უნდა ვურიოთ ხის კოვზით,უნდა გამუქდეს კარგად , დაუმატეთ  3 სუფრის კოვზი რძე, შემდეგ დაუმატეთ კარგად ათქვეფილი 3 კვერცხი, სწრაფად უნდა ურიოთ, 5 წუთის შემდეგ შეაზილეთ 2 ჭიქა ფქვილი,კარგად აურიეთ ფქვილი და გადმოდგით. გადმოიტანეთ ხის ფიცარზე და შეაზილეთ კიდევ 2 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად ცხიმწასმულ ჟარონაზე გაიყვანეთ ბოლომდე თხლად და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე.მალე ცხვება.
  2. კრემი-მოამზადეთ სქელძირიან ქვაბში. ნახევარი ლიტრა რძე, 1 ჭიქა შაქარი ,4 სუფრის კოვზი ფქვილი, კარგად აურიეთ ყველაფერი და დადგით ცეცხლზე, მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაუწიეთ და 10 წუთი უნდა დუღდეს.ცხელში დაუმატეთ ვანილი. ცალკე ამოიყვანეთ 150 გრამი კარგი ხარისხის კარაქი და შეათქვიფეთ გაცივებულ მოხარშულ კრემს.
  3. კრემი წაუსვით ფირფიტებზე და ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი- 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 2 სუფრის კოვზი წყალი, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი,სქელძირიან ქვაბში,მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. შაქარი კარგად უნდა გაიხსნას.