Please follow and like us:
ჩინური ტორტი
ხმები: 3
რეიტინგი: 4.67
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ჩინური ტორტი
ხმები: 3
რეიტინგი: 4.67
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ინგრედიენტები
პორცია:
ინსტრუქცია
  1. ტორტისთვის გვჭირდება კარგი გამომშრალი ბეზე,გემრიელი კრემი და ხილი. ვაცხობთ ბეზეს - 4 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ მწიკვი მარლი, 400 გრამი შაქარი და კარგად ათქვიფეთ, შემდეგ ბეზე გადაიტანეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და თან გააგრძელეთ ათქვეფა, სანამ შაქარი არ დადნება, დაახლოვებით 5 წუთის განმავლობაში.შემდეგ დანის წვერით დაუმატეთ ლიმონმჟავა და კარგად აურიეთ. ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე გადაუსვით მთლიანად ბეზე და გამოაცხვეთ დახურულ ღუმელში დაახლოვებით 2-3 საათი, მიხვდებით თქვენით როცა კარგად გამოშრება თუ ყვავილების ფორმისას აცხობთ უფრო დიდი ხანი ჭირდება 4-5 საათი. ბეზე ცხვება დაბალ ტემპერატურაზე. ცივ ღუმელში შედგით. ვამზადებთ კრემს-4 კვერცხის გული, 100 გრამი შაქარი, 1 ცალი შესქელებული რძე(ზგუშონი ჩვეულებრივი თეთრი)კარგად აურიეთ და სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. გამორთეთ , ცხელში დაუმატეთ ვანილი. ცალკე ამოიყვანეთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი და ნელნელა შეათქვიფეთ გაცივებული კრემი. აიღეთ ლარნაკი და პირველი ფენა დააფინეთ ბეზე სქლად. ბეზეს მოაწყვეთ დაჭრილი ხილი,ჩინურ ტორტს ძალიან უხდება კენკროვნები, ალუბალი, ატამი,(ატამი განსაკუთრებით უხდება)თქვენი სურვილის მიხედვით.ეცადეთ ისეთი ხილი მოაწყოთ რაც ბევრ წვენს არ გამოყოფს ხილს გადაუსვით ბლომად კრემი და შემდეგ ისევ იმეორებთ ბეზე, ხილი, კრემი, თავზე სურვილით მორთეთ.
  2. თუ სტუმრებს ელოდებით 8 კვერცხისგან მოამზადეთ ბეზე და კრემიც ორმაგი მოამზადეთ. ზაფხულში ძალიან გემრიელია ცივი ჩინური ტორტი უბისკვიტო.