ჩაქაფული საგაზაფხულო კერძია.
მოამზადეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე.
Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 კგ ხორცი
- 300 გრ ტარხუნა
- 500 გრ მწვანე ხახვი
- 100 გრ ქინძი
- 100 გრ ოხრახუში
- 10 გრ მარილი
- 200 მლ თეთრი ღვინო
- 200 გრ ახალი ტყემალი
- 1 ღერო ახალი ნიორი
- 2 ცალი მწვანე წიწაკა
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- უხდება ცხიმიანი ხორცი, ბატკნის ან ხბოს ხორცით მოამზადეთ. დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად. დაჭერით მწვანე ხახვი და ტარხუნა. ტარხუნის უხეშ ძირებს ნუ ჩააყოლებთ! უხდება ცოტა ახალი ნიორი და მწვანე წიწაკა
- ქვაბში ჯერ ტარხუნა და მწვანე ხახვი ჩადეთ, შემდეგ კი დაჭრილი ხორცი. მოაყარეთ ახალი ტყემალი. თუ სეზონი არ არის, მაშინ დაკონსერვებული ტყემალი. შემდეგ ისევ მწვანილი და ხორცი, მოაყარეთ ტყემალი, მოასხით 1 ჭიქა თეთრი ღვინო და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- როცა ხორცი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ მარილი. პირადად მე ქინძს და ოხრახუშს ვუმატებ. თქვენ თქვენი გემოვნების შესაბამისად მოამზადეთ. ერთი საათის შემდეგ გასინჯეთ ხორცი.