Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 7 ცალი კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, მწიკვი მარილი და 10 გრ ვანილი, 4 სუფრის კოვზი კაკაო, 4 ჭიქა ფქვილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ცხიმწასმულ ფორმაში, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
- კრემი–მოამზადეთ სქელძირიან ქვაბში–3 კვერცხის გული, 200 გრამი შაქარი, 5 სუფრის კოვზი ფქვილი, 500 მლ რძე,1 სუფრის კოვზი კაკაო, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაადგით ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, ურიეთ ხის კოვზით, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა,100 გრამი შავი შოკოლადი და 5 წუთში გამორთეთ, ცხელში დაუმატეთ 10 გრ ვანილი,როცა გაცივდება შეათქვიფეთ 250 გრამი კარგი ხარისხის,წინასწარ ამოყვანილი კარაქი.
- დარჩენილი 3 კვერცხის ცილისგან ვამზადებთ ბეზეს მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 200 გრამი შაქარი,კარგად აურიეთ და ბეზე დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე, გააგრძელეთ ათქვეფა 5 წუთის განმავლობაში, სანამ ქვაბის გვერდებს არ მოშორდება ცილა, შემდეგ დაუმატეთ დანის წვერით ლიმონმჟავა, კარგად აურიეთ. გამოსაცხობ ფირფიტას გადაუსვით ცხიმი, შეგიძლიათ ქაღალდი დააფინოთ და გადაუსვათ ზეთი და სუფრის კოვზით დასვათ ბეზე, შეგიძლიათ ფორმა მისცეთ.სუფრის კოვზით დასვით ზემოდან გასაფორმებლად რამდენიმე,დანარჩენი ჩვეულებრივად ფირფიტასავით გამოაცხვეთ ნამცხვრის ზომაზე რომ ნამცხვრის შუაში დადოთ.გამოაცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე ღუმელის კარი ოდნავ ღია დატოვეთ ,3–4 საათის განმავლობაში ფორმები,ფირფიტა უფრო მალე ცხვება.
- გამომცხვარი ცივი ბისკვიტი გაჭერით,დანამეთ კარგად ტკბილი კონიაკიანი ჩაით ან ყავით, გადაუსვით კრემი, დაადეთ ბეზე, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, დაადეთ ნამცხვრის მეორე ნახევარი,გადაუსვით კრემი,მოაწყვეთ ბეზეები,მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მოასხით მინანქარი–4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო,50 გრამი კარაქი,50 გრამი შაქარი და 1 სუფრის კოვზი წყალი, კარგად აურიეთ და დაადგით დაბალ ცეცხლზე,მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. კარგად ჩააცივეთ და გემრიელად მიირთვით.