Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ღერღილი უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში, მოურიეთ ხელით წრეზე და გარეცხეთ ისე, რომ შავი ნაწილაკბი ზემოთ ამოვიდეს, გაადაქციეთ წყალი და გააგრძელეთ ღერღილის „გათეთრების“ პროცესი, მანამ, სანამ ქათქათა ღერღილს არ მიიღებთ, მე 1 საათის განმავლობაში ვრეცხავ, გადაიტანეთ გარეცხილი ღერღილი სქლელ თუჯის ქვაბში, დაასხით ცივი წყალი ისე რომ ღერღილი დაიფაროს 4 თითის დადებაზე და დაგდით მაღალ ცეცხლზე.
- ამოურიეთ ხის კოვზით და ხარშვის პროცესში პერიოდულად ურიეთ. საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ ღერღილი 60-90 წუთის განმავლობაში. გასინჯეთ. ღერღილის მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ სიმინდის ფქვილი და სწრაფად ურიეთ, რომ კორკოშელები არ გაიკეთოს. დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე უნდა იშუშოს 20 -30 წთ-ს განმავლობაში. ღომი მაშინ არის მზად, როცა ქვაბის კიდეებზე ღომი აპკს გაიკეთებს.
მადლობა
გაიხარეთ
ღერღილს ფქვილის დამატებამდე თუ ამოურევ, მიიწვავსო.- მართალია?
არ არის მართალი