Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი მარგარინი ან კარაქი(მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, ვანილი, 3 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
- ცხიმწასმულ ფორმაში ჯერ ჩაასხით ცომის ნახევარი, მოაწყვეთ გალეჩილი გარგარი, შემდეგ ისევ მოასხით დარჩენილი ცომი და ზემოდან ისევ გარგარი
- გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე
ზუსტად ასე გამოვაცხე და საერთოდ არ აიწია 🙁 რატოო ? 😢
ანო, ცხელი ხომ არ ჩაასხით ცხიმი, ამ დროს შეიძლება კარგად არ ამოვიდეს ბისკვიტი.ან ფქვილი ვადაგასული ხომ არ იყო.სოდა-ძმრით ან გამაფხვიერებელი აუცილებელია. ვერ გეტყვით. მე სულ ამ რეცეპტით ვაცხობ და ყოველთვის ამოდის კარგად და სხვებიც მადლობას მეუბნებიან.
ძალიან კარგი გამოვიდა🥰თან მაწონი არ მქონდა მოცემულ მომენტში და მაინც საოცრად კარგი იყო💓მადლობა რეცეპტისთვის
გაიხარეთ <3