Please follow and like us:
ინსტრუქცია
- გაყინული ქათამი ამ კერძისთვის არ გამოგვადგება, იმიტომ რომ თხელი კანი აქვს და კანი ადვილად ზიანდება. სოფლის ქათამს კარგად გაასუფთავებთ ,გაჭრით სიგრძეზე და თითებით ფრთხილად ეცადეთ კანი და ხორცი დააშოროთ ერთმანეთს. ბარკლები და ფრთები დატოვეთ. ამოღებული ქათმის ხორცი მოხარშეთ, ასევე მოვხარშოთ 1 ჭიქა ბრინჯი.
- ცალკე ხახვში მოხრაკეთ 200 გრამი დაკონსერვებული სოკო, ან ნებისმიერი სოკო რომელიც გექნებათ. დაუმატეთ 1 ცალი დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა,დაუმატეთ მარილო და შავი პილპილი გემოვნებით.
- ქათმის მოხარშული ხორცი დაჭერით ან დაწეწეთ, დაუმატეთ მოხარშულ ბრინჯს შეურიეთ მოთუშული სოკოც, ყველაფერი კარგად აურიეთ და ამ მასით ამოავსეთ ქათმის შიგთავსი. შემდეგ კანი გაკერეთ ან ხის ჩხირებით დაამაგრეთ, ქათმის კანს ზემოდან გადაუსვით 1 კვერცხის გული არეული ან არაჟანში ან მაიონეზში და შედგით ღუმელში დაბალ ცეცხლზე- 150 გრადუსზე მომზადებამდე, კარგად დაბრაწეთ. ცხელი არ დაჭრათ,ცოტა უნდა გაგრილდეს რომ არ დაიშალოს. გემრიელად მიირთვით.