Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 10 კვერცხის ცილა კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, კვერცხის გულები, სოდა-ძმრით, კაკაო 4 სუფრის კოვზი, ვანილი,10 სუფრის კოვზი ფქვილი შეურიეთ ნაზად მიქსერის გარეშე. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
- ცალკე ვამზადებთ ბანანის სუფლეს-500 გრამი არაჟანი ან მაღალპროცენტიანი ნაღები კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი, კარგად ვურიოთ მიქსერით, დავუმატოთ 4-5 ცალი დაჭრილი ბანანი და ისიც დავამიქსეროთ, დავუმატოთ 1 ცალი ლიმონის წვენი. ცალკე 30 გრ ჟელატინი სწრაფადგამხსნადი რომელსაც წამოდუღება არ ჭირდება გავხსნად 1ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში, კარგად ავურიოთ ჟელატინის გახსნამდე და გაწურული ჩაასხით არაჟნიან მასაში,კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 2 საათის განმავლობაში, სანამ მასა კრემივით არ გახდება.
- გამომცხვარი ბისკვიტი გავაცივოთ, გაჭერით 3 ნაწილად, ყველა ფენა კარგად დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით, ფენებს გადაუსვით ბლომად ბანანის სუფლე,ბოლოს კი მოასხით შოკოლადის მინანქარი. მინანქარი–4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 50 გრამი კარაქი, 50 გრამი შაქარი და 1 სუფრის კოვზი წყალი, კარგად აურიეთ და დაადგით დაბალ ცეცხლზე,მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. კარგად ჩააცივეთ და გემრიელად მიირთვით.