Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 ცალი თხელკანიანი გოგრა
- 400 გრ ბრინჯი
- 200 გრ ქიშმიში
- 10 გრ შაქრიანი ვანილი
- მწიკვი მარილი
- 200 გრ შაქარი
- 100 გრ კარაქი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- დავჭრათ კუბიკებად თხელკანიანი გოგრა მოვაცალოთ კანი და მოვაწყოთ ქვაბის ძირში, მოვაყაროთ 1 ჭიქა მოუხარშავი ბრინჯი, მწიკვი მარილი, 100 გრამი შაქარი, 100 გრ ქიშმიში, ვანილი. შემდეგ ისევ იგივე ფენები გაიმეორეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ბლის მურაბა და მურაბის წვენი, მაშინ შაქარი არ დაგჭირდებათ.
- ზემოდან მოაწყვეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი. შემდეგ დაასხით წყალი, ისე, რომ ბრინჯი დაიფაროს. თავსახური თავიდანვე მჭიდროდ უნდა ეხუროს ქვაბს.
- საშუალო ცეცხლზე დაადგამთ, წყალი რომ ჩაშრება დააფარებთ ტილოს, მჭიდროდ დაახურეთ და 15 წუთი კიდევ გააჩერებთ დაბალ ცეცხლზე.
- ფლავი უმჯობესია მოამზადოთ სქელძირიან ქვაბში. წაუსვით ზეთი ძირზე და გვერდებზე, რათა მომზადებული ფლავი ადვილად გადმობრუნდეს.
ყველაფერი რომ ჩავაწყვე ბოლოს წავილითხე რომ ქვაბს წაუსვით ზეთიო და ეს ნამდვილად დაგვიანებული იყო, სამაგიეროდ ძალიან გემრიელი გამოვიდა. გმადლობთ
გაიხარეთ <3
ქალბატონო თამრიკო,ძალიან გემრიელი გამოვიდა. დიდი მადლობა! ჩვენ მარტო ფორმა ვერ მივეცით, თქვენი აზრით რატომ?
გაიხარეთ.რომ გადმოაბრუნებთ, უნდა ინარჩუნებდეს ფორმას.