Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 200 გრამი კარაქი
- 300 გრამი შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 400 გრამი ფქვილი
- 200 გრამი ჯემი
- 1 ცალი შესქელებული რძე
- ვანილი, გამაფხვიერებელი
პორცია:
ინსტრუქცია
- 200 გრამი დარბილებული კარაქი და 300 გრამი შაქარი ავთქვიფოთ კარგად. დაუმატოთ 2 ცალი კვერცხი, კარგად გათეთრებამდე ავთქვიფოთ, დაუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი, გამაფხვიერებელი და ნელა დაუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იყოს პლასტელინივით.
- ცომი გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 სთ. კრემისთვის-200 გრამ დარბილებულ და კარგად ამოყვანილ, 200 გრამ კარაქს დაუმატეთ, ჩვეულებრივი შესქელებული რძე და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნამცხვრის ფორმას წაუსვით ცხიმი, დააფინეთ ცომი და გამოაცხვეთ, წინასწარ გახურებუ ღუმელში-180 გრადუსზზე. როცა გაცივდება, გადაუსვით ნებისმიერი ჯემი, ზემოდან კრემი და მორთეთ თქვენი გემოვნებით. მე, კენკრით მოვრთე.