Please follow and like us:
სნიკერსი
ხმები: 6
რეიტინგი: 4.5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
სნიკერსი
ხმები: 6
რეიტინგი: 4.5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. 10 ცალი კვერცხის გული და 2 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ მწიკვი მარილი, ვანილი, 200 გრამი დარბილებული კარაქი., 3 სუფრის კოვზი თაფლი, სოდა–ძმრით, 6 ჭიქა ფქვილი,კარგად აურიეთ და მიღებული ცომი გავყოთ 3 ტოლ ნაწილად.  ცალკე ამოიყვანეთ 10 კვერცხის ცილა კარგად, დაუმატეთ 400 გრ შაქარი, ვანილი ბეზეც უნდა გაყოთ 3 ნაწილად.  ერთ ცომს გავაბრტყელებთ ცხიმწასმულ ჟარონაზე და გადაუსმევთ ბეზეს,ერთად უნდა გამოვაცხოთ.  სამივე შემთხვევაში ასე გამოვაცხობთ ფირფიტას და ბეზეს ერთად.  ვაცხობთ 150 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. ზემოდან ბეზე ხრაშუნა უნდა იყოს. 
  2. კრემი-3 ცალი მოხარშული შედედებული რძე(ზგუშონი) და კარგად ამოყვანილი 300 გრამი კარაქი, კრემს შეურიეთ ან ისე მოაყარეთ მოხალული და დაჭრილი თხილი ან ნიგოზი ან არახისი. ზემოდან მორთეთ სურვილის მიხედვით,შეგიძლიათ მოასხათ ალაგალაგ მინანქარი ან წყლის აბაზანაზე დამდნარი შოკოლადის ფილა