Please follow and like us:
საცივი
ხმები: 4
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
საცივი
ხმები: 4
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. საცივისთვის ნიგოზი გაატარეთ 3-ჯერ. კარგად გასუფთავებული ინდაური მოხარშეთ .მე პირადად დედალი ინდაურის საცივს ვამზადებ, ბევრს მამალი ინდაურით უყვარს. წყალი არ გამოუცვალოთ მოხარშვის დროს, ქაფი თუ ექნება მოხადეთ. როცა მოიხარშება გადმოიღეთ და ცხელს მოაყარეთ მარილი. ინდაურის ნახარშს მოხადეთ ცხიმი და ამ ცხიმში მოშუშეთ ბლომად წვრილად დაჭრილი თეთრი ფერის ხახვი. (ხახვი არ გაატაროთ გატარებული სიმწარეს აძლევს) ხახვი იქამდე უნდა მოშუშოთ სანამ კარგად არ ჩაიქნება. ცალკე ავიღებთ 3-ჯერ გატარებულ ნიგოზს და დაუმატებთ გატარებულ ან ჩანაყილ ნიორს, სუნელებს, თითო-თითო ჩაის კოვზ ყვითელ ყვავილს, წითელ წიწაკას, ხმელ ქინძს, დარიჩინს, ცოტა მიხაკს თუ არ გიყვართ მიხაკ-დარიჩინი საერთოდ არ დაუმატოთ, თქვენი სურვილით-ხარჩოს სუნელი, უცხო სუნელი.. ყვითელი ყვავილი თქვენი სურვილის მიხედვით როგორი ფერიც მოგწონთ იმის მიხედვით უნდა დაუმატოთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და დაასხით ინდაურის ნახარში, ძალიან არ გაათხელოთ.მარილი გემოვნებით. შეგიძლიათ ინდაური შეაწითლოდ ღუმელში.(მე პირადად არ ვაწითლებ) მე არ ვაბლენდერებ არც ხახვს და არც წვენს. არ მიყვარს. მიყვარს როცა იგრძნობა ყველა ინგრედიენტი.. შემდეგ დაჭრილი ინდაური ჩაალაგეთ საცივის წვენში და ხორცთან ერთად ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, რომ გამორთავთ ჩააწურეთ ნახევარი ან 1 ლიმონი. შემდეგ აღარ ჭირდება წამოდუღება. მე ღვინის ძმრის მაგივრად ლიმონს ვიყენებ, კარგ ფერს აძლევს და უფრო ნაზ გემოს აძლევს წვენს.