Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 2 კგ ხორცი
- 6 თავი ხახვი
- 6 კბილი ნიორი
- 200 გრ კარაქი
- 40 გრ ტომატი
- 50 გრ ოხრახუში
- 50 გრ ქინძი
- 50 გრ კამა
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- მარილი გემოვნებით
- შავი პილ პილპილი გემოვნებით
- 4-5 ცალი წითელი წიწაკა
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- გარეცხილი ხორცი დაჭერით პატარა, ოთკუთხედ ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში და მოხარშეთ. როცა წყალი ჩაშრება, დაუმატეთ კარაქი ,წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ა კარგად მოშუშეთ ხორცთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ ტომატი და დაასხით წყალი. თხელი არ უნდა იყოს წვენი
- როცა წამოდუღდება ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და შეაზავეთ ხმელი ქინძით,შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მე პირადად ცხარე მიყვარს ეს კერძი და ცხარე წიწაკას ვუმატებ ბლომად, თქვენი გემოვნებით დაუმატეთ წიწაკა. ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით.
- სხვადასხვა ვარიანტები არსებობს სალიანკის მომზადების. შეგიძლიათ კერძს დაუმატოთ 3-4 ცალი დაჭრილი მჟავე კიტრი. აგრეთვე შეგიძლიათ ეს კერძი მოამზადოთ ძეხვით,სოსისით სარდელით.
რატომ ჰქვია ზბორნია?
იმიტომ ქვია, რომ რუსები ბევრი ინგრედიენტიტ ამზადებენ, უმატებენ, სოსისს, ძეხვს, მჟავე კიტრს..