Please follow and like us:
საზაფხულო ტორტი ალუბალი,ჟოლო.
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
საზაფხულო ტორტი ალუბალი,ჟოლო.
ხმები: 2
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ვაცხობთ ჩვეულებრივად ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 20 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 20 სუფრის კოვზი შაქარი, კვერცხის გულები, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით, ნაზად შეურიეთ გაცრილი 20 სუფრის კოვზი ფქვილი. დააცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. 40-45 წუთის განმავლობაში. მე არ მიყვარს მაღალი ნამცხვრები, შეგიძლიათ 12-15-20 კვერცხიანი ბისკვიტი დააცხოთ.
  2. ვამზადებთ სამეფო კრემს - 4 კვერცხის გული , 100 გრ შაქარი, 1 ცალი ჩვეულებრივი შესქელებული რძე, ყველაფერი ერთად სქელძირიან ქვაბში სწრაფი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ, ცხელში ვუმატებთ 10 გრამ ვანილს. კრემი უნდა გაცივდეს კარგად. ცალკე ამოვიყვანოთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, შევურიოთ ნელ-ნელა ამოყვანილ კარაქს გაცივებული კრემი. სამეფო კრემი ყველაზე მეტად უხდება ხილს და კენკროვანს ჩემი აზრით..
  3. ვამზადებთ მოხარშულ კრემს-ნახევარი ლიტრა რძე, 4 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი, ავურიოთ და სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 10 წუთი. ცხელში დაუმატეთ ვანილი. კრემი რომ გაცივდება შეათქვიფეთ კარგად ამოყვანილი კარგი ხარისხის 200 გრამი კარაქი
  4. დარჩენილი 4 კვერცხის ცილისგან ვამზადებთ ბეზეს მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 200 გრამი შაქარი,კარგად აურიეთ და ბეზე დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე, გააგრძელეთ ათქვეფა 5 წუთის განმავლობაში, სანამ ქვაბის გვერდებს არ მოშორდება ცილა, შემდეგ დაუმატეთ დანის წვერით ლიმონმჟავა, კარგად აურიეთ. გამოსაცხობ ფირფიტას გადაუსვით ცხიმი, შეგიძლიათ ქაღალდი დააფინოთ და გადაუსვათ ჩვეულებრივად ფირფიტასავით გამოაცხვეთ ნამცხვრის ზომაზე რომ ნამცხვრის შუაში დადოთ.გამოაცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე ღუმელის კარი ოდნავ ღია დატოვეთ ,3–4 საათის განმავლობაში.
  5. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით. გაცივდეს. ორივე მხარე კარგად დანამეთ ტკბილი კონიაკიანი ჩაით ან ხილის წვენით. გადაუსვით სამეფო კრემი დადეთ ბეზეს ფირფიტა და ზემოდან მოაყარეთ ალუბალი და ჟოლო, სქლად დაჭრილი ნიგოზი. დაადეთ ბისკვიტის ნახევარი გადაუსვით დარჩენილი სამეფო კრემი და ბოლოს მოხარშული კრემი, ზემოდან მოაყარეთ ალუბალი და ჟოლო. მორთეთ თქვენი გემოვნებით.