Please follow and like us:
სამზადისის დრო | 30 წუთი |
პასიური დრო | 48 საათი |
პორცია |
ცალი
|
ინგრედიენტები
- 1 კილო ხაჭო
- 200 გრ კარაქი
- 400 გრ არაჟანი
- 2 შეკვრა ვანილი
- 100 გრ შაქრის პუდრა გემოვნებით
- 100 გრ ქიშმიში სურვილის მიხედვით
- 100 გრ გარგლის ჩირი სურვილის მიხედვით
- 100 გრ ცუკატები სურვილის მიხედვით
ინგრედიენტები
|
|
ინსტრუქცია
- ხაჭო უნდა იყოს აუცილებლად ერთგვაროვანი, ამისთვის ხაჭო უნდა გაცხრილოთ ან გაატაროთ.
- კილოგრამ ხაჭოზე გვჭირდება 200 გრამი კარაქი და 400 გრამი არაჟანი, შაქრის პუდრა გემოვნებით, ვანილი იმდენი, რომ გემო კარგად იგრძნობოდეს, დაუმატეთ ქიშმიში, ალუბლის და გარგლის ჩირი. შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის ცუკატები დაუმატოთ. ან სულ არტაფერი დაუმატოთ. ძალიან უხდება მომჟავო ხილის ჩირი.
- ოთხად გაკეცილი მარლა ჩააფინეთ ფორმაში, რომელშიც პასკას ამზადებთ, ჩადეთ შეზავებული ხაჭო, დააფარეთ თავზე, დაადეთ სიმძიმე და შედგით მაცივარში 2 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე ზედმეტი სითხე სულ გამოვა.
- ფორმა სასურველია გახვრეტილი იყოს, ან სითხე ხშირად უნდა გადაღვაროთ.
შენიშვნები რეცეპტზე
მრავალ ბრწყინვალე აღდგომას დაესწარით ბედნიერად!