Please follow and like us:
სააღდგომო პასკა
ხმები: 13
რეიტინგი: 4.46
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
8 ცალი 1 დღე
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 1,5 საათი
პორცია სამზადისის დრო
8 ცალი 1 დღე
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 1,5 საათი
სააღდგომო პასკა
ხმები: 13
რეიტინგი: 4.46
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
8 ცალი 1 დღე
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 1,5 საათი
პორცია სამზადისის დრო
8 ცალი 1 დღე
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 1,5 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 4 სუფრის კოვზი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, კარგად რომ აფუვდეს. რძის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. საფუარი ცხელ რძეში არ გახსნათ. დაელოდეთ საფუარის მოქმედებას 15-20 წუთი.
  2. მეორე ნახევარ ლიტრ ცხელ რძეში გახსენით ცხიმი-მარგარინი, კარაქი და ნახევარი ჭიქა ზეთი. ჩააგდეთ პირდაპირ ცხელ რძეში კარაქი და მარგარინი
  3. ცალკე, 10 კვერცხის ცილა ამოიყვანეთ კარგად ოთახის ტემპერატურაზე კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის, დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიეთ.
  4. ცალკე, 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს. დაუმატეთ 20 გრამი შაქრიანი ვანილი, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. არ არის აუცილებელი შაქარი ბოლომდე გაიხსნას. თუ უფრო ტკბილი გნებავთ შეგიძლიათ შაქარი დაუმატოთ. გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
  5. ცალკე, დიდ თასზე დაყარეთ 3 კგ ფქვილი, დაასხით საფუარიანი და ცხიმიანი რძე, კარგად აურიეთ და შეზილეთ კვერციანი მასა. კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ნახევარი საათი მაინც მოანდომეთ ცომის მოზელა. ასე პასკებს თავი არ დაუსკდება ცხობის დროს. ცომს ამოსასვლელად 6 საათი სჭირდება. ღამით მოზილეთ, შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად იქნება, ღამე ჩაზილვა არ სჭირდება. ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს
  6. ცომს გადააფარეთ. და შეფუთეთ თბილად. გააჩერეთ 6 საათი. ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში თქვენი სურვილის მიხედვით. თუ გნებავთ ცუკატები,1 ცალი ლიმონის ცედრა, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, დარიჩინი და მიხაკი. ვისაც მიხაკის დარიჩინის გემო არ მოგწონთ, ნუ დაუმატებთ. სანელებლები თქვენი გემოვნებით დაუმატეთ. შეგიძლიათ კონიაკში დაათროთ სუნელები და ისე დაუმატოთ. მე პირდაპირ ვუმატებ.
  7. აიღეთ ფორმები, ჩაუფინეთ ქაღალდი, გვერდებზეც და წაუსვით ცხიმი. ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. თუ კარგი ამოსულია ცომი მესამედი ჩადეთ. ცხობისას 2-3-ჯერ იზრდება. მძიმე ცომია და ზოგჯერ უჭირს ამოსვლა კარგად. პასკას ცხობისას ძირი რომ არ დაეწვას, ძირზე ჯერ ფოლგა ჩაუფინეთ და შემდეგ ნამცხვრის ქაღალდი.
  8. ფორმაში ცომი გააჩერეთ კიდევ 6 საათის განმავლობაში. შემდეგ შედგით 150-160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. 1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება, შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ.
  9. შოკოლადის მინანქარი - 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო,50 გრამი კარაქი,100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი.სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და შაქარი რომ გადნება მზად არის. თეთრი ფერის მინანქრისთვის თეთრ შოკოლადს ვადნობ წყლის აბაზანაზე ცოტა რძესთან ერთად,რომ ძალიან მშრალი არ იყოს. თეთრი მინანქარი აგრეთვე მიიღება შაქრის პუდრის და რძის ნაერთისგან.
  10. ნამდვილი პასკა უნდა იყოს არაფუმფულა.მძიმე და ნოტიო. მე არ ვუმატებ არც მაწონს-აფუმფულებს ცომს და არც არაჟანს- რა თქმა უნდა უხდება, მაგრამ აფხვიერებს ცომს და ორი დღის შემდეგ იფშვნება. პასკა გამოდის 8 - 10 ცალი .
  11. .
შენიშვნები რეცეპტზე

რჩევები