Please follow and like us:
რულეტი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
რულეტი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ინგრედიენტები
პორცია:
ინსტრუქცია
  1. კარგად ამოვიყვანოთ 6 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ცალი კვერცხის გული, ბოლოს 6 სუფრის კოვზი ფქვილი ნაზად შეურიეთ კოვზით. ცომი დაასხით ცხიმწასმულ ფირფიტაზე, ან დაუფინეთ ნამცხვრის ქაღალდი და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზზე.
  2. კრემი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მე ამ შემთხვევაში სამეფო კრემი გავაკეთე. 4 კვერცხის გული- 200 გრამი შაქარი, 1 ცალი შესქელებული რძე, წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სქელძირიან ქვაბში. გამორთეთ, ცხელში დაუმატეთ ვანილი. ცალკე ამოიყვანეთ კარგად 200 გრამი კარაქი და შეურიეთ გაცივებულ კრემს.
  3. გაგრილებულ ბისკვიტზე გადაუსვით ბლომად კრემი, შეგიძლიათ კრემს, ფორთოხლის ცედრა და ცოტა კონიაკი შეურიოთ, უხდება. და გადაახვიეთ რულეტი. ზემოდან გადაუსვით დარჩენილი კრემი და მორთეთ თქვენი სურვილით. მე გახეხილი თეთრი და შავი შოკოლადი მოვაყარე