Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 200 გრამი არაჟანი და 200 გრამი დარბილებული კარაქი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ მწიკვი მარილი და 1 ჩაის კოვზი სოდა, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ფქვილი იმდენი დაუმატეთ რომ ცომი ბოლოს ხელზე არ გეკვრებოდეთ. ცომი შეახვიეთ ცელოფანში და ნახევარი საათის განმავლობაში შედგით მაცივარში
- შემდეგ გაყავით ცომი ორ ტოლ ნაწილად. სასურველია დააცხოთ გულის ფორმის ფორმაში. ცხიმწასმულ ფორმას დააფინეთ ცომის ნახევარი, გადაუსვით ნებისმიერი ჯემი. მე გახეხილი შინდის ჯემით მოვამზადე, დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით რამდენიმე გულის ფორმა, დაფინეთ ცომი ჯემზე და გააფორმეთ ამოჭრილი გულებით, თავზე გადაუსვით1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 კვერცხის გული არეული ერთმანეთში. დააცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე