Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 200 გრ შავი შოკოლადი
- 200 გრ კარაქი
- 200 გრ თხილი
- 4 სუფრის კოვზი კაკაო
- 2 ქილა შედედებული რძე ჩვეულებრივი
- ვანილი
- მწიკვი მარილი
პორცია:
ინსტრუქცია
- გავადნოთ კარაქი. საშუალო ცეცხლზე. გამოვრთოთ. ჩავყაროთ შოკოლადი, მუქი ფერის კაკაო, მწიკვი მარილი, ვანილი. შესქელებული რძე. კარგად მოვურიოთ
- თხილი მოხალეთ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და ხელით მოაშორეთ კანი. შემდეგ კარგად დააბლენდერეთ ძლიერ სიჩქარეზე 5 წუთის განმავლობაში, რომ ცხიმი გამოუვიდეს თხილს. თხევადი მასა უნდა მიიღოთ
- შემდეგ თხილიანი მასა დაუმატეთ შოკოლადიან მასას და კარგად აურიეთ. ან დააბლენდერეთ.
- შეგიძლიათ თხილი არ დაუმატოთ. ისე ნუტელას დამატებული აქვს და ძალიან უხდება. შეინახეთ მაცივარში 10 დღის განმავლობაში.