Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 500 გრ ორცხობილა
- 40 გრ კაკაო
- 200 გრ ნაღების კარაქი
- 1 ცალი თეთრი ფერის შესქელებული რძე
- 10 გრ ვანილი
- 20 მლ კონიაკი ან ლიქიორი
- 300 გრ ნიგოზი ან თხილი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 500 გრამი ორცხობილა დააქუცმაცეთ. დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო.
- ცალკე მოვამზადოთ კრემი - 200 გრამი კარგი ხარისხის კარაქი კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ 1 ქილა შესქელებული რძე, ჩვეულებრივი თეთრი. კრემს დაუმატეთ ცოტა ვანილი. კრემში ჩაყარეთ დაქუცმაცებული ორცხობილა და კარგად აურიეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კონიაკი ან ლიქიორი. 300-400 გრამი მსხვილად დაჭრილი ნიგოზი ან თხილი. კარგად აურიეთ ერთმანათში.
- შემდეგ მიღებული მასა რამდენიმე ტოლ ნაწილად გაანაწილეთ. გაახვიეთ ცელოფანში ან ნამცხვრის ქაღალდში და ხელით მიეცით ძეხვის ფორმა. ასე უფრო ადვილია ფორმის მიცემა. შედგით საყინულეში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და დაჭერით. შეინახეთ მაცივარში.