Please follow and like us:
ნამცხვარი რაფაელო
ხმები: 3
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ნამცხვარი რაფაელო
ხმები: 3
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. 6 კვერცხის გული და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 200 გრამი დარბილებული კარაქი, 500 გრამი მაწონი, ვანილი, მწიკვი მარილი, სოდა-ძმრით, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 4 ჭიქა ფქვილი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე ორ ფენად ან ერთიანად და შემდეგ გაჭერით. ცალკე 6 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი შაქარი, კარგად ათქვიფეთ სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება, გამოაცხვეთ ბეზე, დაბალ ტემპერატურაზე, 2 საათის განმავლობაში.
  2. კრემი- 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი კარგად ამოიყვანეთ, 2 ცალი ჩეულებრივი ზგუშონი, 1 ჭიქა ნუში გაატარეთ ან დააბლენდერეთ და გაურიეთ კრემში. ნამცხვრის ფენები დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით, წაუსვით კრემი,ბეზე,(მე დაფშვნილს ვაყრი,არ მიყვარს მთლიანი,და მაღალი ნაამცხვრები, თქვენ როგორც გნებავთ) დააფარეთ ზემოდან მეორე ფენა გადაუსვით კრემი,მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები და მორთეთ თქვენი სურვილით.