Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხისგან და 2 ჭიქა შაქრისგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი, გათეთრებამდე, დაუმატეთ ვანილი, მაწონი, სოდა, ნახევარი ლიმონის წვენი, 5 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო და ფქვილი, ბოლოს ზეთი და კარგად აურიეთ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე
- კრემი- 1 ცალი მოხარშული შესქელებული რძე (ზგუშონი), 4 სუფრის კოვზი შაქარი, 5 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო და კარაქი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დადგით საშუალო ცეხლზე. მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, კარგად უნდა გაიხსნას შაქარი. შემდეგ გამორთეთ, დაუმატეთ 10 გრამი ვანილი
- გაცივებული ბისკვიტი გააცივეთ, გაჭერით და წაუსვით კრემი შუაში და ზემოდან ძალიან გემრიელია
10 გრ ვანილმა ისე გაამწარა კრემი , ენა 5 წუთი მეწვოდა.
უშაქრო ვანილი რა თქმა უნდა გაგიმწარებდათ ენას..
😀 😀
Gamarjobat es porcia did jaronzea gatvaliswinebuli tu patara e. Turquli fechis jaronistvis cotaa es comi?
მოგესალმებით. მე 25 სმ. ფორმაში ვაცხობ. თურქული ფეჩის ფირფიტაზე გამოვა.
და ცილასაც ვუმატებთ?
რა თქმა უნდა
Zeti rom ar vqna?
შეგიძლიათ