Please follow and like us:
ნამცხვარი "მიკი"
ხმები: 9
რეიტინგი: 3.89
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 1 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 1 საათი
ნამცხვარი "მიკი"
ხმები: 9
რეიტინგი: 3.89
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 1 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 1 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. მიკი-10 კვერცხისა ცილა ამოიყვანეთ კარგად, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ,დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, კვერცხის გულები, სოდა-ძმრით, 4 სუფრის კოვზი კაკაო, ბოლოს ნელ-ნელა დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი ფქვილი. ფქვილის დამატების დროს მიქსერი არ გამოიყენოთ, ნაზად შეაზილეთ ხის კოვზით ფქვილი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე,მალე ცხვება.
  2. კრემი-300 გრამი კარგად ამოყვანილი კარგი ხარისხის კარაქი და 2 ცალი შედედებული მოხარშული რძე. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით, როცა გაცივდება დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით. გადაუსვით კრემი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი და ქიშმიში, მეორე ფენა დაადეთ,გადაუსვით კრემი და მოასხით მინანქარი, ზემოდანაც მოაყარეთ ნიგოზი და ქიშმიში
  3. შოკოლადის მინანქარი-4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 100 გრამი შაქარი, 50 გრამი კარაქი, 2 სუფრის კოვზი წყალი. სქელძირიან ქვაბში,მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუებამდე.