Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 10 ცალი კვერცხი
- 2 ჩაის ჭიქა შაქარი
- 7 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი
- 1 ცალი მოხარშული შედედებული რძე
- 6 სუფრის კოვზი კონიაკი
- 10 გრ ვანილი
- 200-300 გრ კარაქი
- მწიკვი მარილი
- 6 სუფრის კოვზი კაკაო
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 10 კვერცხისა და 2 ჭიქა შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, შემდეგ შემოვდგათ წყლის აბაზანაზე და 5 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ, გადმოვდგათ და ვთქვიფოთ სანამ გოგლიმოგლი ოთახის ტემპერატურის არ გახდება,15 წუთი მაინც ჭირდება.დაუმატეთ ვანილი, 7 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში ცხიმწასმულ ფორმაში. 200 გრადუსზე ,მალე ცხვება.სოდა-ძმრით არ ჭირდება.
- კრემი-200- 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ ან ჩვეულებრივი ან მოხარშული ზგუშონი, მე მოხარშული დავუმატე. ბისკვიტი რომ გამოცხვება, გააცივეთ და დაფშვენით კარგად, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი კონიაკი ან ლიქიორი, ალკჰოლის გემო კარგად უნდა იგრძნობოდეს, დაუმატეთ კრემი და კარგად აურიეთ. შემდეგ ხელით მივცეთ კარტოფილის ფორმა, ამ გამზადებულ "კარტოშკებს" ვდგამთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში, გამოიღებთ და ამოავლეთ მუქი ფერის მწარე კაკაოში,სწორედ კაკაო აძლევს განსაკუთრებულ გემოს.