Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 3 კვერცხის გული და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი გაცივებული კარაქი, 250 გრამი არაჟანი, სოდა-ძმრით, 10 გრ ვანილი, 3 ჭიქა პურის ფქვილი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ჟარონაზე 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
- ცალკე 3 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, გააკეთეთ ბეზე, ,დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი და 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი. გამომცხვარი დათუნია გაჭერით შუაზე და რომ გაცივდება გადაუსვით ნიგვზიანი ბეზე მთლიანად,ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი-4 სუფრის კოვზი კაკაო, 50 გრამი კარაქი,100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი, სქელძირიან ქვაბში მიიყვანეთ ადუღებამდე და ცხელი მოასხით ნამცხვარს. მორთეთ თქვენი სურვილით.