Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 კგ ღორის ფეხები
- 50 მლ ღვინის ძმარი
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- 6 კბილი ნიორი
- შავი პილპილის მარცვლები გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- 50 გრ ქინძი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- კარგად გარეცხეთ ღორის ფეხები, დავადგათ და რომ წამოდუღდება გამოუცვალეთ წყალი, შემდეგ დავფაროთ ხორცი წყლით, როცა წამოდუღდება წყალი ჩავუმატოთ 2- ფოთოლი დაფნა, შავი წიწაკის მარცვლები და კარგად მოვხარშოთ ხორცი, როცა მოიხარშება დაუმატეთ მარილი გემოვნებით. შემდეგ როცა გამორთავთ დაუმატეთ ბლომად გატარებული ან ჩანაყილი ნიორი, ძმარი, მე ქინძს ვუმატებ უხდება.
- შეგიძლიათ ძმართან ერთად წამოადუღოთ და გამორთოთ წამოდუღებისთანავე. მეორე დღეს უფრო გემრიელია.
zalian momwons tqveni receptebi didi madloba
ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ!